თეგი: ნენსი ფეზერი

პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია განმარტავს, რა პირობებით მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეჟიმს და ტოვებენ ქვეყანას, შეიძლება, პოლიტიკური დევნისგან გაქცეულად მივიჩნიოთ. მან განმარტა, რა შემთხვევაში იღებს გერმანია დეზერტირებს. მინისტრის განმარტებით, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, შეუძლია, თავშესაფარი პოლიტიკური დევნის მოტივით მოითხოვოს. „როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ“, - განაცხადა ფეზერმა და დაამატა, რომ თავშესაფრის მინიჭება ცალკეული გადაწყვეტილებაა. ცნობისთვის, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს. ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ რუსეთში, საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა, სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ათასობით რუსი გაემგზავრა ქვეყნებში, სადაც რუსებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არიან სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, სერბეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი.  

რა საკითხების განსახილველად გამართეს შეხვედრა გერმანიისა და საქართველოს შს მინისტრებმა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. ვახტანგ გომელაურმა ქართველი პოლიციის ოფიცრების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარგზავნისთვის მზაობა გამოთქვა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, მეორე მხრივ - უკანონო მიგრაციული ნაკადების კონტროლს. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. აგრეთვე აღინიშნა, რომ გერმანიისა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად ხორციელდება. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. „გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა“, - იუწყება შსს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - სერგო თურმანიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანული მხარის წარმომადგენლები: გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში - იოახიმ შტამპი, გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - ბერნდ კრიოსერი, მართვის, დაგეგმვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი - ბასტიან ფლაიგი, მიგრაციის, ინტეგრაციის, ლტოლვილებისა და ევროპული ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი - ულრიხ ვაინბრენერი და საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხების შტაბის უფროსი - მიხაელ ნიმაიერი. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.  

გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის სფეროში შეთანხმებებს გააფორმებს. მინისტრის განმარტებით, ეს გერმანიაში ჩასვლის მსურველებს ქვეყანაში განათლების მიღების, მუშაობის საშუალებას მისცემს და ასევე დაეხმარება ბერლინს კვალიფიციური კადრების მოზიდვაში, მაგრამ ასევე, საქართველო და მოლდოვა ვალდებულნი იქნებიან, უკან მიიღონ ეს მოქალაქეები, ვინც გერმანიაში ყოფნის უფლებას დაკარგავს." გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს. „ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა ფეზერმა. ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.  

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერალურ მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ლევან იზორია დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან გამართავს. „აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ,” - წერია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში  

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანის შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში − ტანია ჰუტი, ფედერალური მთავრობის სპეციალური კომისარი მიგრაციის საკითხებში − იოაკიმ სტამპი, ასევე დაგეგმვისა და კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორატის უფროსი − ბასტიან ფლეიგი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − ვახტანგ გომელაური და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ლევან იზორია,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.